ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო, რა განსხვავება იყო ორ პროექტს შორის და არაფერი დიდი განსხვავებები არ არის, სავსებით შესაძლებელია კომპრომისი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმაამნისტიის შესახებ მმართველო გუნდისა და ოპოზიციის პროექტებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „მოქალაქეების“ მხარდაჭერას მეორე მოსმენისთვის მხოლოდ შეჯერებული პროექტი მოიპოვებს.
“გუშინ მთელი დღე დავკარგეთ არასაჭიროდ,. მთელი დღე ვისხედით. ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო, რა განსხვავება იყო ორ პროექტს შორის და არაფერი დიდი განსხვავებები არ არის. ამდენად, სავსებით შესაძლებელია კომპრომისი. ჩემთვის გაუგებარია ან აქედან ან იქიდან გაჯიქება, ეს რა წესია ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული?! მითუმეტეს, გამორთულ კამერებთან სხვანაირები რომ არიან და ჩართულთან სულ სხვანაირად ლაპარაკობენ, ეს არის კიდევ გაუგებარი. ჩვენ ვფიქრობთ, პრინციპების დონეზე შეთანხმება და ერთი პროექტის გატანა ძალიან მარტივია, მაგრამ ორივე გაჯიქებულია ერთნაირად. არც ერთი არ არის ისეთი საკითხი, რომელზეც დგას საქართველოს მომავალი. თანხმობა თუ არ მოიხსნება, ესე იგი ვეღარ აყვავდება ეს ქვეყანა? ნიკა მელია რას იტყვის არ მაინტერესებს. რესურსი შეთანხმების არსებობს. არ არის ისეთი არაფერი განსხვავება და მითუმეტეს, არ არის ამნისტია ისეთი საკითხი, რომელზეც საქართველოს მომავალია დადებული. ვისაც უნდა შეეხოს, ყველა იძახის არ მინდაო, შესაბამისად, ამაო ძალისხმევაა. ჩვენ ავანსად გავეცით ჩვენი მხარდაჭერა გუშინ და ოპოზიციის პროექტსაც ავანსად დავუჭერთ მხარს, მაგრამ კომპრომისული ვარიანტი თუ არ იქნება, არ დავუჭერთ მხარს მეორე მოსმენაზე,” – განაცხადა ელისაშვილმა.