აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორინკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სახმელეთო საზღვრების გახსნა, რეგიონში ტურიზმის აღდგენას სწრაფად მოახდენს.
იქნება ეს ტურისტული ატრაქციები თუ ზოგადად ქალაქის ინფრასტრუქტურა.
ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქალაქის მომზადება ტურისტული სეზონისთვის, იმ მზარდი ნაკადებისთვის, რომელიც ჩვენ აუცილებლად გვექნება მიმდინარე სეზონზე. ასევე 15 ივნისისთვის, მინდა ვთხოვო ტურიზმის დეპარტამენტს და ყველა სხვა უწყებას, რომ უკვე ოფიციალურად მოვახდინოთ სეზონის გახსნა და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს მაქსიმალური სიფრთხილით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, რათა ეკონომიკასთან ერთად შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდვითრება. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ის მიმდინარე პროექტები, რომელიც ახალი ტურისტული მიმართულებების შექმნას ისახავს მიზნად, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ახალი ატრაქციების შექმნა ხდება არა მხოლოდ ბათუმში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში, ეს ყველა პროექტი არის პროგრესის ეტაპზე და ბუნებრივია, ჩვენ აქტიურად დავაკვირდებით ამ პროექტების დასრულებას”,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.