ქობულეთში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი, 61 წლის ნაირა სურმანიძე გარდაიცვალა. ის ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. ექიმი კლინიკაში 10 მაისს მოათავსეს.
„მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა შემდეგ მოულოდნელად დამძიმდა. ფილტვის დაზიანება იყო მაღალი“, – აცხადებენ კლინიკაში.
61 წლის ნაირა სურმანიძე კორონავირუსზე აცრილი არ იყო. გარდაცვლილი ექიმი კლინიკა ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში რადიოლოგად მუშაობდა.
წყარო – ბათუმელები