რეჟისორი, ირინა ბოკუჩავა გარდაიცვალა. იგი, აპრილის ბოლოდან მოყოლებული კლინიკებში იწვა, მას კოვიდინფექცია და ორმხრივი პნევმონია დაუდასტურდა, როგორც თავად წერდა. იგი აღდგომის დღესასწაულსაც და თავის ბოლო დაბადების დღესაც კლინიკაში შეხვდა, მან რამდენიმე კლინიკა გამოიცვალა, კომენტარებში, მისი მეგობრები წერენ, რომ მისი მდგომარეობის გართულება უყურადღებობას მოჰყვა, თუმცა, უცნობია, კონკრეტულად რომელ კლინიკაზეა საუბარი, რადგან, იგი რამდენიმეჯერ გადაიყვანეს კლინიკიდან კლინიკაში.
ირინა ბოკუჩავა, აპრილის ბოლოს სოციალურ ქსელში იმ კლინიკაზე წერდა, სადაც პირველად მოხვდა და ამბობდა, რომ თუ ცოცხალი გამოვიდოდა, კარგ ინტერვიუს მისცემდა ვინმეს, კითხულობდა, სად არის შეპირებული საწოლფონდი, რაში დაიხარჯა მილიონები და რატომ ვერ აგვარებს სახელმწიფო ელემენტარულსაც კი! კომენტარებში ითხოვდა ჯანდაცვის მინისტრის მონიშვნას. უცნობია, გაეცნო, თუ არა, ჯანდაცვის მინისტრი, ან პრემიერი, ან დაავადებათა კონტროლის ცენტრი მაშინ ირინას წერილს. რაც ვიცით, ისაა, რომ იგი ამ კლინიკიდან გადაიყვანეს, აი, რამდენად მოგვარდა კლინიკაში არსებული მდგომარეობა – ამის რა გითხრათ.
ირინას იმედი ვერ გამართლდა, ვერ გამოვიდა ცოცხალი კლინიკიდან, ვერ მოგვცა ინტერვიუ, მაგრამ დაგვრჩა მისი წერილი, “ალია” კიდევ ერთხელ აქვეყნებს ირინას წერილს, სადაც იგი კონკრეტულ პრობლემებზე წერს და აქვე გთავაზობთ იმ ვიდეოსაც, სადაც ჩანს, როგორ აღნიშნა ბოლო დაბადების დღე კლინიკაში
ირინა ბოკუჩავა:
“წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში მოვხვდი დიღომში!
ისიც ძლივს, შემთხვევით ერთი ადგილი გამონთავისუფლდა! კატასტროფაა’ რაც აქ ხდება’ ძველ’ პრუჟუნებამოყრილ საწოლზე ვიწექი წუხელ და წვეთი არ მიძინია’ მიუხედავად დიმედროლის და სხვა საძილე საშუალებისა!
ერთ თანაპალატელ სიფრიფანა გოგოს ისე შევეცოდე’ თავის საწოლში გამიცვალა!
აბაზანა ტუალეტი კატასტროფა’ სიბინძურე’ გასახეხი ყველაფერი’ და ეს ხდება კოვიდიანების პალატაში!
მენეჯმენტი ნული. სადაა შეპირებული საწოლფონდი’ მილიონებია დახარჯული ამ კოვიდპანდემიაზე’ უარესისთვის მზადა ვართო!
უარესი კი არა’ ელემენტარულს ვერ აგვარებთ!
იმედია აქედან ცოცხალი გამოვალ და სადმე კარგი ინტერვიუ უნდა მივცე!
სირცხვილია ხალხის ჯანმრთელობაზე ფულის კეთება’ სირცხვილი! არ გეპატიებათ!
არავითარი პრეტენზია არა მაქვს ექიმებთან და მედპერსონალთან’ ისინი თავდაუზოგავად შრომობენ’ მაგრამ ხელშეწყობა არა აქვთ!”
ირინა ბოკუჩავა, 3 მაისი:
როგორ მინდა ხვალ ვინმემ ფანჯრებთან მომილოცოს დაბადების დღე’ დოლგარმონით!
”დოლმუზიკით” მეთქი’ აჰა ბატონო!