საქართველოში 794 ათასზე მეტი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.
კერძოდ, საქსტატის ცნობით, მოსახლეობის 21,3% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით იმყოფება. ეს კი 794 191 ადამიანია.
ამასთან, როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ მოქალაქეთა წილი უფრო მაღალი სოფელშია. კერძოდ, სოფლად მოსახლეობის 27.5%-ი, ხოლო ქალაქში – 17.1%-ი იმყოფება სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით.