ღარიბაშვილი: არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელიც მრავალი წელი იყო ემიგრაციაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ონლაინფორუმზე – „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ – „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის როლსაც შეეხო. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი მრავალი წლის განმავლობაში იყო ემიგრაციაში და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში: „მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი და დამსახურება, რომელიც ასევე იყო დიასპორის წარმომადგენელი, ასევე იყო ემიგრაციაში მრავალი წლის განმავლობაში და შემდეგ, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ იგი დაბრუნდა სულ რაღაც 20 წლის წინ საქართველოში და უდიდესი როლი შეასრულა, უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ეს კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ძალიან დიდი გულისხმიერებითა და გულწრფელობით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

თბილისში 27-28 მაისს იმართება დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ონლაინფორუმი. ფორუმის ფარგლებში იმართება ორი თემატური შეხვედრა – „ეკონომიკა და ბიზნესი – ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისათვის“ და „განათლება და კულტურა“.

https://www.radiotavisupleba.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share