“ენკას” ბაზაზე სპეცრაზმი შეიყვანეს – რა ხდება ნამოხვანში – (ფოტოები)

სოფელ ნამოხვანში კომაპანია “ენკას” ბაზაზე სპეცრაზმი შეიყვანეს – ადგილზე პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმების მანქანებია მობილიზებული.

დილიდან რიონის ხეობაში უწყვეტი აქცია გრძელდება, ხეობის მცველები “ენკას” ბაზაზე იმყოფებიან.

ისინი აპირებენ, კომპანიის კუთვნილი არცერთი მანქანა ტერიტორიაზე არ შეუშვან.
გუმათში რკინის ღობის მიღმა სამართალდამცველები აღარც ჟურნალისტებს უშვებენ. ეს გადაწყვეტილება მათ სულ ცოტა ხნის წინ მიიღეს.
https://www.alia.ge/
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share