“ამ პიტეკანტროპების მმართველობას შემოდგომაზე დავასრულებთ”

“არაუშავს” – ასე ეხმიანება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მასთან შეხვედრის გამო ევროპარლამენტარების კრიტიკას ოცნების წევრის, შალვა პაპუაშვილის მიერ.

სააკაშვილის თქმით, “პიტეკანტროპების მმართველობა” საქართველოში შემოდგომით დასრულდება.

“გუშინ მე შევხვდი პრატქიკულად თითქმის ყველა წამყვან მოქმედ ევროპარალმენტარს, რომლებსაც ჩვენს რეგიონთან აქვთ ურთიერთობა და ჩართული არიან ჩვენი რეგიონის საკითხებში. ასე გამოეხმაურა ჩემს გულხმურვალე ვიზიტს ხელისუფლება, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მისი მმართველი ოლიგარქის ისტერიით.

არაუშავს, ქართველ ხალხთან ერთად ამ პიტეკანტროპების მმართველობას უკვე ამ შემოდგომაზე დავასრულებთ და საქართველო ძალიან სწრაფად დაუბრუნდება ევროპულ ინტეგრაციას”,- დაწერა სააკაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: