21 500 000 ლარის პრემია და სახელფასო დანამატი 44 უწყების მაღალჩინოსნებისთვის

პანდემიისა და უკიდურესი გაჭირვების  დროს მილიონობით ლარი არაერთმა ჩინოვნიკმა მიიღო. ამ დროს კი სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც პანდემიის დროს ბრძოლის წინა ხაზზე იბრძვიან ხშირად ხელფასს დაგვიანებით, დანამატს კი საერთოდ არ იღებდნენ.

3 მილიონი პრემიებისა და დანამატების სახით გასცა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ. დავით ნარმანიამ და კომისიის ოთხმა წევრმა ჯამში 218 000 ლარზე მეტი პრემია მიიღო.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა და კომისიის სამმა წევრმა ჯამში 128 000 ლარზე მეტი გამოიწერეს.

ყველაზე მეტი პრემია – 5 500 000 ლარი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასცა. აქედან ყველაზე მეტი ეროვნული ბანკის ორმა ვიცე პრეზიდენტმა მიიღო – ჯამში 94 760 ლარი. უწყებამ პასუხი წერილობით გაავრცელა და განმარტა, რომ პანდემიის დროს მათი თანამშრომლები აქტიურად მუშაობდნენ და დანამატებიც ამიტომ აიღეს.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა 3 500 000 ლარი მიიღესსახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურმა, კი 2 300 000 ლარის პრემია და დანამატი გასცა.

ათობით უწყებამ ინფორმაცია არ გაასაჯაროვა და დამალა, რაც იმას ნიშნავს რომ ჩინოვნიკებმა რეალურად კიდევ ბევრი მილიონი აიღეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share