“მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს არ ვარ მთავრობის, წინააღმდეგ განწყობილი”…

(რეზონანსი) “ნამახვანჰესის” ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა და საპროტესტო აქციებმა საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო. საპროტესტო აქციებს, რომელიც რიონის ხეობიდან თბილისში გაგრძელდა, უამრავი ადამიანი შეუერთდა. მსახიობი გივი სიხარულიძეც მხარს უჭერს რიონელებს და ეწინააღმდეგება კაბალურ ხელშეკრულებებს: “ჩემთვის, როგორც ქართველი კაცისთვის, ყოვლად მიუღებელია, როცა ჩვენი ქვეყნის მიწას სხვა დაისაკუთრებს, ეს გინდ თურქი იყოს, გინდ სპარსი, ირანელი თუ ამერიკელი. სულ რომ სასახლეები აგვიშენონ, ეს ჩემთვის მიუღებელია, რადგან ის უკვე მისია და არა – ჩვენი. რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ვარ. მე მრცხვენია საკუთარი თავის, რომ ახლა იმ ვაჟკაცი ბიჭის, გოლეთიანის გვერდით არ ვდგავარ. რაინდული თვისებების მატარებელი ბიჭია და მომწონს, ასე რომ იბრძვის ქართული სინდისის, ქართული ნამუსის, ქართული მიწის შენარჩუნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს არ ვარ მთავრობის, მერიისა და პარლამენტის წინააღმდეგ განწყობილი, ამ საკითხზე ასე ვფიქრობ”, – განაცხადა მსახიობმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share