იმნაძე: რომ შეზარხოშდებიან და ქართული ხვევნა-კოცნა იწყება ხოლმე, ამიტომ არის კომენდანტი

იმნაძე: “რომ შეზარხოშდებიან და ქართული ხვევნა-კოცნა იწყება ხოლმე, ამიტომ არის კომენდანტი 25ნახვები ბევრჯერ მაქვს ეს ახსნილი. ეს არის მობილობის შემცირებისთვის. ღიად რომ ვთქვა, კარგად რომ შეზარხოშდებიან ადამიანები, ქართული ხვევნა-კოცნა რომ იწყება ხოლმე სუფრაზე, ამას რომ ავარიდოთ თავი, ამიტომ არის ეს. რეალობა ეს არის, ასე ვრცელდება ეს დაავადება, დიდი კლასტერები სუფრებთან იყო ყოველთვის დაკავშირებული.

22:00 საათამდეა ახლა [კომენდანტის საათი], ალბათ მალე ესეც მოიხსნება იმიტომ, რომ ჯერჯერობით ეს დარჩა ერთი ფაქტორი, რომელიც ფართო გავრცელებას ხელს უშლის”. –განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ რადიო თავისუფლების ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share