“რომელმა პარტიამაც არ უნდა დაგვიჭიროს მხარი, არ ვთანამშრომლობთ პარტიულ დღის წესრიგთან”

მკაფიოდ და ხაზგასმით მინდა ვთქვა: რომელმა პარტიამაც არ უნდა დაგვიჭიროს მხარი, ყველამ კარგად უნდა იცოდეს ერთი რამ, ჩვენ თავიდანვე გაცხადებული პოზიცია გვქონდა აი ამ კომუნიკაციებთან დაკავშირებით, რომ არ ვთანამშრომლობთ პარტიულ დღის წესრიგთან, არ მიგვაჩნია პარტიული დღის წესრიგით ბრძოლა შედეგის მომტანად, აი, ამ საკითხში და ამ ამბავში. შესაბამისად, ყოველგვარ თანამშრომლობას პოლიტიკურ ძალასთან ჩვენ გამოვრიცხავთ. ჩვენ ვართ პოლიტიკური პროცესის მონაწილეები თავად, როგორც სახალხო მოძრაობა და ამ ნაწილში, რომ ვთქვათ, რომ ზოგადად არ ვმონაწილეობთ პოლიტიკაში – ეს ასე არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ პარტიულ დღის წესრიგთან არ ვერთიანდებით“, –ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: