ვიეტნამში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი გამოვლინდა, რომელიც ინდური და ბრიტანული ვარიანტების ნაზავია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ვიეტნამში დაფიქსირებული ახალი შტამი ჰაერწვეთოვანი გზით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე არსებული შტამები.
”უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს არის ინდური შტამი მუტაციებით, რომლებიც ბრიტანულ ვარიანტს ეკუთვნის”, – განაცხადა ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა.