“ვინც დაიჭერს, ჩემი ბედი არ გეწიოთ” -ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსანა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა და გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. მისი თქმით, აღარ აპირებს სამაჯური ატაროს, რადგან ის უსამართლობის სიმბოლოა.

“მთავარია შენ თავს არ უღალატო და თუ ჩვენ ჩვენ თავს არ ვუღალატებთ, სხვებსაც ვერ ვუღალატებთ. და მე უბრალოდ აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას, გამორიცხული ამბავია, მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, რადგან ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია”, – თქვა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ციხეში იჯდება თუ ხალხთან ერთად იქნება ბრძოლაში, უახლოეს დღეებში მთელი ერი გაიმარჯვებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share