ხმაურია ამ წუთებში “ექსპო ჯორჯიაში”, სადაც მოძრაობა “საქართველოსთვის” და “შეცვალეს” წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქცია ექსპრემიერ გიორგი გახარიას საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს და აქტივისტები ამბობენ, რომ 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ, ის საპატიმროში უნდა იყოს და არა პოლიტიკაში.
“ის ოპერაცია, რასაც გახარიას გასასუფთავებლად აკეთებენ, იქნება მხოლოდ მისი იურიდიული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, რადგან ფაქტი შემდგარია, გახარია არის დამნაშავე და ყველამ ვიცით, რა დანაშაული ჩაიდინა გიორგი გახარიამ 20 ივნისს და ამას ვერ შეცვლის ვერანაირი ამნისტია და მხოლოდ და მხოლოდ “ქართულ ოცნებას” აწყობს ახლა მისი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა, – ამბობს “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრი ლაშა ხუსკივაძე.
აქტივისტები სკანდირებენ რომ 20 ივნისის მოვლენების ყველა მონაწილე დამნაშავეა და ყველა უნდა დაისაჯოს.