“ექსპო ჯორჯიაში” ექსპრემიერ გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე ძმები არველაძეები მივიდნენ. მათი თქმით, ისინი დღევანდელ შეხვედრაზე სტუმრად არიან ოსულები, გეგმების შესახებ კი 1-ლ ივნისს ისაუბრებენ.
“სტუმრად ვარ მოსული, აქტიურობას არ ვაპირებ. 1-ში [ივნისს] 13:00 საათზე მობრძანდით ვაქცინის მეორე დოზას გავიკეთებთ და იქ გავაკეთებ კომენტარს”, – ამბობს არველძე.
გავრცელებული ინფორმაციით, ძმები არველაძეები გიორგი გახარიას გუნდში იქნებიან. თავად არველაძეები ამ ინფომაციას დღემდე უარყოფდნენ.