„ „ჯიგრულ, ქართულ პონტში“ ეს ყველაფერი დაივიწყეთ და მოვდივარო”…

„ „ჯიგრულ, ქართულ პონტში“ ეს ყველაფერი დაივიწყეთ და მოვდივარო”…

აქედან იწყება საზოგადოების შეურაცხყოფა!“ „მე მაინც მგონია, რომ დღეს გამართული გახარიას პარტიის პრეზენტაცია ერთგვარად „ქართული ოცნების“ ყრილობას ჰგავდა. ვერ გეტყვით, რომ იქ განახლებული შემადგენლობა იყო. ვინ არის გახარია? მარტივ ლოგიკას რომ გავყვეთ, გახარია ქვეყნის პირველი პირი იყო. იმ თანამდებობაზე დიდი თანამდებობა საქართველოში არ არსებობს. გახარია ქვეყნის პრემიერმინისტრი იყო. რაც გააკეთა ვნახეთ. რა უნდა გააკეთოს ახალი?! გახარია ან იყო ყურმოჭრილი მონა და „გააკეთებინეს,“-ეს ყველაზე საუკეთესო „ვარიანტია“ მის ბიოგრაფიაში. თუ მონა იყო და იმიტომ გააკეთა- გაწვალებულ ხალხს და საქართველოს ეს არ სჭირდება; ხოლო, თუ მონა არ იყო და თვალების დათხრა საკუთარ თავზე აიღო, მაშინ ჯერ პასუხი უნდა აგოს ამ ყველაფერზე. „იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა!“ ვხუმრობთ ხალხნო? ნებისმიერი ასეთი ფიგურის შემოსვლით, შეურაცხყოფას ვაყენებთ საზოგადოებას. მე პარტია იმიტომ შევქმენი, რომ ანტიკორუფციულმა კანონმა იმუშაოს. რაც აპრიორი ეკონომიკის განვითარებას ნიშნავს. ქვეყანაში კორუფცია რომ არ იყოს, სასამართლოში კლანი არ უნდა იყოს. ეს არის კაცი, რომლის სახელსაც არაერთი უმძიმესი დანაშაული უკავშირდება. თუ მას ეს არ ჩაუდენია და „თოჯინა“ იყო, მაშინ ახალი მოსვლით რატომ არ იქნება ისევ „თოჯინა“?! რა შანსი უნდა მივცეთ?! ცაიტნოტშია ქვეყანა. ისევ ტყუილისთვის სცალია ქვეყანას?! პირდაპირ შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. გამობრძანდეს გახარია, ჩაატაროს პრესკონფერენცია და პასუხები გაგვცეს- ჩვენი შვილების ტოლა გოგო-ბიჭებს თვალები რომ დათხარეს! შენ მოხვიდე და „ჯიგრულ, ქართულ პონტში“ ეს ყველაფერი დაივიწყეთ და მოვდივარო -აქედან იწყება საზოგადოების შეურაცხყოფა! აი, სად არი სამართლის არარსებობა. მას ეძლევა უფლება პასუხისმგებლობის გარეშე გაბედოს და ახალი პარტიის სახელით ისაუბროს.“ –თაკო ჩარკვიანი, პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე; ტვ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დებატები“ 29.05.21
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share