რუსთავში, ორდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა ცხედარი წყალში ჩავარდნის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ნახეს.
ადგილზე იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები, მობილიზებულია პოლიცია. ცხედარს სავარაუდოდ ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წყალში თევზაობისას გადავარდა და დინებამ წაიღო.