“დიახ, 10-15 წლის წინ ჰესის აშენების მომხრე ვიყავი, მაგრამ არასდროს ასეთ პროექტს არ დავამტკიცებდი”

“ამ ხანებში მესმის ჩემს ციტატებს ატრიალებენ, თითქოს სააკაშვილი იყო მომხრე ჰესის აშენების, დიდი ჭკუით არ მოსდის ეს ვინც ამ ციტატებს ატრიალებს. დიახ, 10-15 წლის წინ ჰესის აშენების მომხრე ვიყავი, მაგრამ არასდროს ასეთ პროექტს არ დავამტკიცებდი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ქალაქ ქუთაისს, რიონს გააქრობდა, მილებში მოაქცევდა და ათასგვარ უბედურებას. ამათ ყველაზე უარეს პირობებში გააკეთეს ეს პროექტი გახარიას ხელმოწერით”, – თქვა მან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ასევე განმარტავს, რომ 10-15 წლის წინანადელი რეალობა რადიკალურად განსხვავდებოდა. მისივე თქმით, “მაშინ მზისა და ქარის ენერგია გაცილებით ძვირი ღირდა ვიდრე ჰიდრო და სხვა რესურსები”.

“უამრავი ახალი ტექნოლოგიებია მეგობრებო, არის მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაშინ არ იყო ეს. ყველაფერი გაიაფდა და შეიცვალა. ამიტომ, საქართველოს არ სჭირდება დამატებით დიდი ჰესები და ესაა ჩემი მყარი პოზიცია… ასეთი ჰესები უკვე პროგრესული აღარაა, ეპოქა შეიცვალა, დრო შეიცვალა, კონტექსტი შეიცვალა და საქართველოს გარემოებები შეიცვალა”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share