მეუღლის გვერდით მთაწმინდაზე – რვა ქალის ამბავი


მარიამ მაყაშვილი

26 მაისს მთაწმინდაზე ერთი კუბოთი ორი ადამიანი დაკრძალეს – გიორგი კვინიტაძე და მისი მეუღლე, მარიამ მაყაშვილი. როგორც ამიხსნეს,გადმოსვენებისას მათი ძვლების განცალკევება ვერც შეძლეს“, – ამბობს პანთეონის დირექტორი მარინა დავითაშვილი.

1921 წელს გენერალი კვინიტაძე ემიგრაციაში მარიამ მაყაშვილთან ერთად წავიდა, მათთან ერთად იყო მათი სამი გოგონა (ივდითი, თამარი და ნინო) და ძიძა, ბაბალე მრელაშვილი.

„1921 წელს რუსების თავდასხმას რომ ელოდებოდნენთავდაცვის ფონდიშეიქმნა და ხალხი ძვირფასეულობას სწირავდამარიამ მაყაშვილმა მაშინვერცხლის კოვზები და კიდევ სხვა ვერცხლის ნივთები შესწირა.

ემიგრაციაში კვინიტაძეს ოჯახი რომ ერჩინა, ერთი პერიოდიგრამფირფიტების ქარხანაში მუშად მუშაობდამერე ბაბალეს გაკეთებულიმაწონი ფრანგ ექიმს მიართვესმას იმდენად მოეწონარომ მაწვნისკეთება და გაყიდვა დაიწყესამით ოჯახმა ცოტა სული მოითქვათვითონვეწერს მოგონებებშიგენერალი კაცი მემაწვნე გავხდიო“, – ჰყვება ისტორიკოსი მამუკა წურწუმია.

მაწვნის მზადება კვინიტაძეების ოჯახში
მაწვნის მზადება კვინიტაძეების ოჯახში

გენერალი კვინიტაძე ემიგრაციაში 1970 წელს გარდაიცვალა. 10 წლით ადრე გარდაიცვალა მისი მეუღლე, მარიამ მაყაშვილი.

ორი ოლღა გურამიშვილი

მეუღლის, ილია ჭავჭავაძის გვერდით არის დაკრძალული ოლღა გურამიშვილი.

ილიას მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ ოლღა მთაწმინდაზე გადასახლდა, უნდოდა ქმრის საფლავთან ახლოს ყოფილიყო. მის მიერ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელზე დაწერილ წერილში ვკითხულობთ:

წერაკითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიიღო საკუთრებათნეტარ ხსენებულის ილია ჭავჭავაძის სახლიმდებარე ტფილისში, მეათენაწილშიამ სასახლეში წერაკითხვის გამავრცელებელის საზოგადოებამდამითმო სადგომად სიკვდილამდენეზოს მხრივ სამი ოთახისამზარეულო თავისი სარდაფითამ ოთახებში თუმცა მე დავბინავდიმაგრამ სული მეკვეთებოდარადგან ერთი ოთახი ბნელიამეორე პატარაადა მათში ჩემი ჭრილობებისა და ჯანმრთელობისთვის ნაკლები ჰაერიამესამე კი ახლოა იმ პატარა ოთახთანსაიდანაც სიმყრალე გამოდისამმიზეზისა გამომე ძალაუნებურათ დროებით ისევ ილიას კაბინეთშიგადმოვსახლდიმე დავრწმუნდირომ ჩემი დგომა ამ სახლებშისადაცილიამ და მე უკანასკნელი დრო გავატარეთშეუძლებელია როგორცჩემთვისისე წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვისაც

ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძე
ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძე

მსურს ვიდგე მთაწმინდის უბანში გზის პირასამ ახალი ბინიდამ მეხშირათჩემ სანუგეშოდავალ ხოლმე წმინდა დავითის მონასტერშიმგოსანი ილიას ნეშტის თაყვანისსაცემად.

ამ სოფელში მე სხვა საგანი არა მაქვსრაგარდა იმ სურვილისარომ მეილიას სახელი ვადიდო და მოვიხსენიო, მანამ პირში სული მიდგასესსოფელი წარმავალიაროგორც ჩემი სევდით გატანჯული ცხოვრებამე ჩემსიცოცხლეში თუ რამე მექნებაყველა სახსარს და ღონეს ამას შევწირავ“.

ოლღა გურამიშვილი ნიკოლაძე დიდ ჯიხაიშში.
ოლღა გურამიშვილი ნიკოლაძე დიდ ჯიხაიშში.

მთაწმინდაზე დაკრძალულია კიდევ ერთი ოლღა გურამიშვილი, ნიკო ნიკოლაძის მეუღლე. მაშინდელი ქალებიდან ის ერთ-ერთი იყო, რომელმაც განათლება საზღვარგარეთ მიიღო, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში ასწავლიდა. იმ პერიოდში ქალი მასწავლებლები, არათუ საქართველოში, ზოგადად რუსეთის იმპერიაშიც კი ცოტანი იყვნენ.

ოლღა გურამიშვილმა და ნიკო ნიკოლაძემ 1883 წელს თბილისში დაიწერეს ჯვარი, შემდეგ კი პეტერბურგში დაბრუნდნენ, სადაც ნიკოლაძე იყო გადასახლებული. საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ სამი წლის შემდეგ შეძლეს. დასახლდნენ სოფელში, დიდ ჯიხაიშში. 1894 წელს ოლღამ აქ ქალთა გიმნაზია გახსნა და პოლიტექნიკური სწავლება შემოიღო. როგორც ბუნებისმეტყველების სპეციალისტი, დაინტერესებული იყო, რომ ახალგაზრდებს სოფლის მეურნეობა საფუძვლიანად შეესწავლათ. იცოცხლა 1940 წლამდე და 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ორი ნინო

მთაწმინდაზე, დიმიტრი ყიფიანის გვერდით უნდა იყოს დაკრძალული მისი მეუღლე, ნინო იაგორის ასული ჭილაშვილი, თუმცა დღეს მისი საფლავი შემორჩენილი არ არის.

საეკლესიო წიგნში მითითებულიარომ მამადავითში წესი აუგესსახელმწიფო მრჩეველის დიმიტრი ყიფიანის ქვრივს ნინო იგოროვნას(გვარი მითითებული არაა), რომელიც ასაკის გამო 1902 წელს 77 წლისგარდაიცვალადაკრძალეს ეკლესიის ეზოშიმანდ არც წარწერაარცარაფერი არ ყოფილავფიქრობრომ ის საფლავიც გააუქმესროგორცსხვა ყველაფერი“, – ამბობს მარინა დავითაშვილი.

საფლავი არის, მაგრამ დოკუმენტები – არა ლადო გუდიაშვილის მეუღლის, ნინო მგელაძის, განსასვენებელთან დაკავშირებით. ის 1995 წელს გარდაიცვალა და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. მოწითალო მარმარილოზე ლადო გუდიაშვილის სახელისა და გვარის ქვეშ დიდი ასოებით „ნინო“ -ც წერია, თუმცა პანთეონის დირექტორი ამბობს, რომ ამ დაკრძალვასთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტაცია არ არსებობს.

ორი უცნობი ბავშვი

ცნობილი ფაქტია, რომ ალექსანდრე გრიბოედოვის გვერდით დაკრძალულია მისი მეუღლე, ნინო ჭავჭავაძე, მაგრამ იქვე არის ორი პატარა ბავშვის საფლავიც, ამ ბავშვების ვინაობა კი არავინ იცის.

იმ ადგილას ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილებიც იყვნენდამარხულებირომლებიც პატარაობისას სახადით გარდაიცვალნენ. 1929 წელს საფლავის ქვები აიღესმშენებლობისთვის გამოიყენეს და ამიტომგაურკვეველია ამ ბავშვების ზუსტი ვინაობა“, – ამბობს მარინა დავითაშვილი.

მარიკა

სიმონ ჩიქოვანი და მისი მეუღლე, მარიკა ელიავა, ერთდროულად გახდნენ ავად. სიმონი თანდათან ბრმავდებოდა, მარიკას – კიბო სჭირდა. ავადმყოფობას ერთმანეთსაც უმალავდნენ და სხვა დანარჩენებსაც. როდესაც სიმონი გარდაიცვალა, მთაწმინდაზე დაკრძალეს. მარიკამ იცოდა, რომ მას პანთეონში არავინ დამარხავდა და ანდერძი დატოვა, დამწვით და სიმონის საფლავს ჩემი ფერფლი მოაბნიეთო.

„სტუდენტობისას გაიცნო სიმონმა მარიკასტუდენტობისას როგორსიმონს უნივერსიტეტი არც დაუმთავრებიამიაჩნდარომ იქ ვერაფერსისწავლიდაშორიდან დაინახა და იკითხავინ არისომერე მთელიცხოვრება უყვარდასუსტი ფილტვები ჰქონდა მარიკას და ხან სადმკურნალობდახან – სადსიმონიც ყველგან ჩააკითხავდა ხოლმესიმონირომ მოკვდამარიკამ წამლების მიღება შეწყვიტაუნდოდა მალემისწეოდა.

მარიკა 60-იან წლებში გარდაიცვალასაქართველოში კრემატორიუმი არიყო და მოსკოვში წაასვენესფერფლის ნაწილი საფლავზე გაფანტესუფრო დიდი ნაწილი კი სიმონ ჩიქოვანის ფეხთით ჩაფლესსადღაც 10 წლის წინ ხელმოწერები შევაგროვე და, მერიის თანხმობითმარიკასფერფლი სიმონის გვერდითიქვე გადავასვენეთახლა მარიკას საფლავსწარწერაც აქვს“, – ჰყვება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი შარლოტა კვანტალიანი.

ისევ ნინო

ჩემო ძვირფასორაღა მოგწერონინო აღარა მყავსეს საკმარისია, ჩემისულისკვეთებაჩემი სიობლეჩემი მარტოობა და უმწეო მდგომარეობაუსიტყვოდ კარგად გაიგო.

რამდენჯერმე დავაპირე დაწერამაგრამ ვერ შევძელინინოს ვიხსენებ,გული მესკვნებაცრემლი მაწვებასულ მოვიშალეგანსაცდელს ვერვურიგდებიგონებით მინდა დავმშვიდდემაგრამ გული არ ემორჩილებაეს სიბერის და სისუსტის შედეგია“ ,- წერდა ექვთიმე თაყაიშვილი მეგობარს, იროდიონ სონღულაშვილს. წერილი ამჯერად ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება.

ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე, ნინო პოლტორაცკაია, ივანე პოლტორაცკის შვილი იყო. საქართველოში მცხოვრები პოლონელი თავადები შეძლებულ და წარჩინებულ ოჯახად მიიჩნეოდნენ. ნინო რამდენიმე ენას ფლობდა. მუსიკალური განათლება პარიზში მიიღო. მოგვიანებით, როდესაც ემიგრაციის გამო ისევ საფრანგეთში მოუხდათ გადახვეწა, პროფესია გაიხსენა და პარიზში ფორტეპიანოზე უკრავდა, კონცერტებს მართავდა, რომ თავი ერჩინათ.

ძალიან მგრძნობიარე ყოფილასაკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზეცდილობდა ექვთიმესთვის ცხოვრება შეემსუბუქებინათავიდან ნინოსდიდი სიმდიდრე ჰქონია – მთაწმინდის მიწებიმაგრამ აღარაფერიშეარჩინესექვთიმეს ბოლოს ერთ პატარასადაო ბინაში აღმოხდა სულიიხვეწებოდაწიგნები მაინც მომაშორეთსუნთქვის საშუალება არა მაქვსო.

ნინო რომ ავად იყოექვთიმე ბოლომდე საავადმყოფოშითავთან ეჯდაძალიან ცუდად იყოროდესაც ის გარდაიცვალა“, – ჰყვება ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომელი ესმა მანია.

„ორი დღის წინათ მითხრამე იქნება დედაჩემსავით მალე გონებადავკარგო და ახლა მინდა გითხრა ყველაფერიო და ისე მომიალერსა დაისე დამატკბორომ ვეღარ მოვითმინეგული ამომესკვნაცრემლებიმომერიამას გაუკვირდაუფრო მაგარი ნერვების პატრონი ვეგულებოდიმეც ღონე მოვიკრიფე და ჩემი ვუთხარიგაუხსენე მისი ამაგიმისისათნოებამისი ჩემდამი სამსახური და სიყვარული და სხვა და ამითთითქმის გამოვეთხოვეთ ერთმანეთსხოლო, რასაკვირველიამე არმითქვამს რომ უიმედო მდგომარეობაშია.

რაკი მე ისე აღელვებული ვიყავი, უკანასკნელი განკარგულება სხვებსდაავალაორ მანდილოსანსრომლებიც მის მოვლაში მე მშველოდნენ დადიდი დახმარება გამიწიესმათ გაუნაწილა თავისი ნივთები და მცირეგარდეროფი და უთხრადღეს ექვთიმემ ბევრი კარგი სიტყვები მითხრასრულიად დამშვიდებული ვკვდებიოცხედარზე ეს და ესგადასაფარებელი დამადევით კუბოზეოეს და ეს მოსასხამი ჩამატანეთოკუბოში ჩემი და ექვთიმეს ჯვრისწერის სანთელი ჩამაყოლეთომალე ნუდამმარხავთო (ეშინოდა ლეტარგიული ძილი არ მომივიდესოჩემთვისაცუთქვამს წინათ).

შემდეგ ჩემს თავს მათ აბარებდა და მოვლას სთხოვდაყველა ამას ისედამშვიდებით ამბობდარომ ერთი ცრემლი არ გადმოუგდია, – წერს ექვთიმე თაყაიშვილი.

ნინო პოლტორაცკაია საფრანგეთში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. მოგვიანებით ექვთიმე საქართველოს საგანძურთან ერთად ისევ თბილისში დაბრუნდა. განძით სავსე ყუთებით დატვირთული თვითმფრინავი უკვე უნდა გამოფრენილიყო, რომ შეატყვეს, ექვთიმე ფეხს ითრევდა. იცოდნენ, ცოლი როგორც უყვარდა და იფიქრეს, ალბათ, მისი საფლავის დატოვება ენანებაო, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ძველი, დაკონკილი ტანსაცმლით სამშობლოში ჩასვლის რცხვენოდა. მიუხედავად უკიდურესი სიდუხჭირისა, ოჯახს საგანძურის ერთი ნივთიც არ გაუყიდია.

მთაწმინდა ექვთიმე თაყაიშვილისთვის მესამე საფლავია, მანამდე ის ვაკეში, შემდეგ კი დიდუბეში იყო დაკრძალული. უკვე პანთეონში გადასვენების შემდეგ საფრანგეთიდან მთაწმინდაზე ნინო პოლტორაცკაიას ცხედარიც გადმოასვენეს.

https://www.radiotavisupleba.ge/
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: