“გულისტანის” გაფიცულ მუშებს ხვალ “პროფკავშირებიდან” შეხვდებიან

31 მაისს, ოზურგეთში „გურია ექსპრესის” გაფიცულ დასაქმებულებთან საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ჩავა.

პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, პეტრიაშვილი პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობას გამოუცხადებს, გაფიცულებთან, მიმდინარე პროცესის განვითარების გზებსა და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელებს და პრესისთვის საგანგებო განცხადებას გაკეთებს.

„გაკეთდება მიმართვა თურქეთის ელჩის და საქართველოს მთავრობის სახელზე.

აქციის მონაწილეებს სოლიდარობას გამოუცხადებენ ბორჯომის ქარხნის დასაქმებულებიც. აღსანიშნავია, რომ “გულისტანში” გაფიცვა 27 დღეა მიმდინარეობს, დასაქმებულები ხელფასების მატებას და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. თურქი დამსაქმებელი მთელი ამ დროის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობის სრული იგნორირებით, უარს ამბობს დიალოგზე პროფკავშირებთან. დასაქმებულები კატეგორიულად გამორიცხავენ პროფკავშირის გარეშე რაიმე ტიპის შეთანხმებას დამსაქმებელთან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share