ამირან გამყრელიძე ტურისტებს ზღვის სანაპიროზე პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს

„ადგილობრივი მოსახლეობა უფრო იცავს რეკომენდაციებს, რასაც ვაკვირდები, ვიდრე ტურისტები. მაქვს ინფორმაცია, რომ აჭარაში, სანაპიროზე ტურისტები პირბადის გარეშე დადიან გარე სივრცეებში, ეს დაუშვებელია, რადგან ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, შემთხვევების ის ოდენობა, რომელიც გვაქვს, მაინც მაღალია“, – განაცხადა დღეს, 30 მაისს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.  

გამყრელიძის თქმით, თუ არ მოხდება რეგულაციების დაცვა, ზაფხულში, როდესაც ქეყანაში მობილობა კიდევ უფროი იზრდება, შესაძლებელია, ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუარესდეს.

,, ის 700 შემთხვევა, რაც დღეს გვაქვს, 1 000 შემთხვევა, რაც გუშინ გვქონდა, საქართველოსთვის არის, მიუხედავად იმისა, რომ კლების ტენდენციაა, საკმაოდ ბევრი და ამან შეიძლება იჩინოს ყოველდღიურად თავი ისევ მატებაში“, – აცხადებსს გამყრელიძე.

შეგახსენებთ: covid 19- ის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის თებერვალში გამოვლინდა,

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share