პარტია „ქართული ოცნების“ შეფასებით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი დესტრუქციული პოლიტიკური პროგრამის მარცხი ფაქტობრივად აღიარა.
„ქართული ოცნება“ პარლამენტში შესვლასა და მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ გადაწყვეტილებას „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ფაქტობრივად აღიარა თავისი დესტრუქციული პოლიტიკური პროგრამის მარცხი, იკავებს ადგილებს საქართველოს პარლამენტში. ამასთან, „ერთიანი ნაციონალირი მოძრაობა“ უარს აცხადებს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელიც არის პოლიტიკური კრიზისის დასრულების კონსენსუსის საფუძველი“, – აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.