2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა დღეს იწურება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, ავტომობილების განბაჟების ვადა დღეს, 2021 წლის 31 მაისს, იწურება.

31 მაისის ჩათვლით, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი აგრეთვე თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან.

“საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე, პერიოდში შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, განბაჟების ვადა, 2021 წლის 1 მარტის ნაცვლად, 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით გაუხანგრძლივდათ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დარღვეულია ამ სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტში დეკლარირების შემდეგ დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა”, – წერია უწყების განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share