“გახარიას მოუწევს უპასუხოს კითხვას, თუ რატომ ითამაშა მან სააკაშვილის თამაში”

“იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ტელევიზიები აპიარებენ გიორგი გახარიას, ყველაფერი ნათლად იკითხება, თუ ვისთანაა ის დაკავშირებული. ეს კიდევ ერთხელ ამძაფრებს ეჭვებს, რაც არის დაკავშირებული 17-18 თებერვალთან, რატომ ითამაშა მან სააკაშვილის თამაში, მას მოუწევს ამ ძალიან მნიშვნელოვან და მძაფრ კითხვაზე პასუხის გაცემა.

17-18 თებერვლის მოვლენები, სააკაშვილის თამაშში შესვლა და შემდეგ მისი გაპიარება ტელევიზიებით ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს და ამ კითხვებზე მას მოუწევს პასუხის გაცემა,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share