“თუ ხელს არ აწერ იმ დოკუმენტს, აბა, რა უნდა აკეთო პარლამენტში?”

„კარგია, რომ შედიან პარლამენტში, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ინფანტილიზმად მიმაჩნია ეს ჭიდაობა, რომ ხელს არ აწერენ. თუ ხელს არ აწერ იმ დოკუმენტს, აბა, რა უნდა აკეთო პარლამენტში? თუ პარლამენტი არალეგიტიმურია, შეთახმებას ხელს არ ვაწერ, არ ვმონაწილეობ ამაში, აბა კითხვა მაქვს, რა უნდა აკეთონ პარლამენტში? რისთვის შემოდიან? ახლა მეორე ინფანტილიზმი „ქართული ოცნების“ მხრიდან დაიწყო – თუ არ აწერ ხელს, მაშინ არ ხარ მონაწილე ამ ყველაფრის და ვართ საბავშვო ბაღში. საერთოდ, ქვეყანაში არის ცრუ დილემა გამოყენებული, რომ თითქოს ეს პაექრობა არის ხალხისთვის მნიშვნელოვანი. ხალხისთვის მნიშვნელოვანია საპენსიო სესხის პროცენტი, სამუშაო ადგილები, ეკონომიკა, ნამახვანჰესი,რაც უნდათ ის უქნიათ, ჩვენ ხალხის ხმა ვიქნებით პარლამენტში,”- განაცხადა გიროგი ვაშაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share