ფქვილის მსხვილი მწარმოებლის, “გულისტანის” ქარხანა კვლავ გაჩერებულია.
უკვე 28-ე დღეა, ქარხნის თანამშრომლები გაფიცულები არიან და ხელფასების მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებს დღეს პროფკავშირების წარმომადგენლები და ბორჯომის ქარხნის თანამშრომლებიც შეუერთდნენ.
პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, თუ შაბათამდე, ქარხნის ხელმძღვანელობა მუშების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ოზურგეთში ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება და “გულისტანის” მუშებს სხვადასხვა საწარმოში დასაქმებული პირებიც გამოუცხადებენ სოლიდარობას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროფკავშირებმა გაფიცულ მუშებს 1 თვის ხელფასი დაურიცხეს.