ნამოხვანჰესის მშენებელი კომპანია ENKA-ს დირექტორის, მერაბ ლომინაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში 3 სოფელი იტბორება რომელთა მოსახლეობის უმეტესობას კომპენსაცია უკვე გადაუხადეს.
ლომინაძე იმედს გამოთქვამს, რომ რიონის ხეობის მცველთან, მაკა სულაძესთან მოლაპარაკებები იქნება და ის კომპანიის შეთავაზებას დათანხმდება.
“კაშხლის მშენებლობა არ მიმდინარეობს მორატორიუმის ფარგლებში, ხოლო ყველა სხვა ინფრასტრუქტურული წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს დღესაც და დაახლოებით 400-მდე ადამიანი გახლავთ დასაქმებული.
პროექტის შესაბამისად, იტბორება 3 სოფელი, გადახდილია დღეის მდგომარეობით 35 მილიონი ლარი კომპენსაციების სახით, დაკმაყოფილებულია პრაქტიკულად ყველა მოსახლე რომელიც დატბორვის და ზემოქმედების არეალში იმყოფებოდა გარდა ერთი ქალბატონისა. დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ მას შემდეგ რაც მოხდება შესაბამისი კომუნიკაცია და ამ საკითხების განხილვა, თუ რა სიკეთეები მოაქვს პროექტს ქალბატონი მაკაც დაგვთანხმდება”, – თქვა მერაბ ლომინაძემ.