გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ის ოპოზიციონერ პოლიტიკოსად თავს უფრო კომფორტულად გრძნობს:
„პირველ რიგში, გამოვედი [პრემიერ-მინისტრის] როლიდან, უაღრესად კომფორტულად ვგრძნობ თავს, თავისუფლების მაღალი ხარისხით, უფრო პერსონალიზირებული და უფრო ფოკუსირებული პასუხისმგებლობის გრძნობით და კიდევ ბევრი სხვა დამატებითი პლიუსია ამ ყველაფერში. თუმცა, რა თქმა უნდა, ის შესაძლებლობები, რომელსაც გაძლევს პრემიერ-მინისტრობა უაღრესად მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როცა გაქვს სურვილი, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენო მაქსიმალურად ეფექტურად, რაც ხან გამოგვდიოდა და ხან არ გამოგვდიოდა.
რაც შეეხება ბოდიშს, ბოდიშის მოხდას აზრი აქვს მაშინ, როცა ის არის გააზრებული და არის კონკრეტულ ფასეულობებთან დაკავშირებით. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ბოდიშს იხდის. მაშინ ეს ბოდიში იყო აბსოლუტურად გააზრებული და აბსოლუტურად ფასეულობებზე დაყრდნობითი. ასე საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის დღეს, ახლა, ამ წუთას მზად არ ვარ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა უფრო მეტი დრო რომ გვქონდეს, ასეთ მიზეზებს ვიპოვნიდი“, – განაცხადა გახარიამ.