“ჩვენ ვუმზადებთ ივანიშვილს მაგარ სიურპრიზს და ჩვენ არ მივატოვებთ ქართველ ხალხს, ამაში გარწმუნებთ და შეგიძლიათ არანაირი ეჭვი არ გეპარებოდეთ. ყველაფერი კარგად იქნება,მაგრამ მე მინდა ხალხს ვუთხრა მანამდე, არ წახვიდეთ საქართველოდან. თითოეული ადამიანის მანდ ყოფნა შემოდგომაზე იქნება გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. გეხვეწებით, გემუდარებით, გთხოვთ, გირჩევთ ძმურად, მამობრივად-არ წახვიდეთ, არ დატოვოთ თქვენი ქვეყანა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ დაუტოვოთ საჯიჯგნად ამ მართლა სვავებს.” – ვიდეო მიმართვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქით დღეს გაავრცელა.