58 წლის თამარ წერეთელი კორონა ვირუსით მცხეთის ერთ ერთ კლინიკაში დღეს საღამოს გარდაიცვალა.
ის ლანჩხუთის ბიბლიოთეკის თანამშრომელი იყო.
“ვაიმე რამდენი უნდა ავიტანოთ ამ პატარა ქალაქში, გასკდა გული რა… მერამდენე ლამაზი სიცოცხლე შეიწირა ამ საშინელმა ჭირმა. თამრო, როგორი იმედი მქონდა რომ გაუძლებდი, რაღაცნაირად, სულ ჩემიანად გთვლიდი, ტკბილმოუბარი, თავმდაბალი, შესანიშნავი ადამიანი, საუკეთესო მეგობარი და გადაყოლილი დედა…როგორ ვანუგეშოთ შენი თამთა, დედობის გემოც რომ ნორმალურად ვერ შეირგო…
რატომ თამრო, რააატომ”?”
მე, კარგი მეგობარი მყავდა – Tamriko Wereteli
გული ჩამწყვიტე, ჩემო უკარგესო თამრო: შენ იყავი – მისაბაძი დედა, მეუღლე, მეგობარი და უბრალოდ, ძალიან კარგი ადამიანი.. ჩემო გულწრფელო გულშემატკივარო…
დააკლდები – ოჯახს, სამეგობროს, ლანჩხუთს…
უფალო, უმორჩილესად გთხოვ- ჩვენს თამროს დაუმკვიდრე ცათა სასუფეველი….
მეტს ვეღარ ვწერ”…
წერენ გარდაცვლილის მეგობრები.