ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ოჯახის 5 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათშორის ორი არასრულწლოვანია. ინფიცირების წყარო უცნობია.
თავდაპირველად ვირუსი ბავშვების მამას და ბაბუას დაუდასტურდათ და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
ეს ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.
„ოჯახის ხუთი წევრია ინფიცირებული. ორი არასრულწლოვანი, მათი მშობლები და ბაბუა. ვირუსი ჯერ ბაბუას და მამას დაუდასტურდათ, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, მალევე ბავშვები და დედაც, ცხელების ცენტრში წაიყვანეს, მათაც ქონდათ სიმპტომები. ეს ოჯახი თვითიზოლაციაში არ იყო. ინფიცირების წყარო უცნობია.“- გვითხრა მენაღარიშვილმა.
შეგახსენებთ, გურიაში დღეს კორონავირუსის 25 შემთხვევა დადასტურდა.