1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

დღეს, პირველ ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის დღეს აღნიშნავს.

ეს დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება. მისი აღნიშვნა მიზნად იმის შეხსენებას ისახავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა. ეს კი მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას გულისხმობს.

ამ დღის აღსანიშნავად თბილისში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: