ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მზადაა ტურისტებისა და სატრანსპორტო ნაკადის მისაღებად

სახმელეთო საზღვრის გახსნის შედეგ, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მზადაა ტურისტებისა და სატრანსპორტო ნაკადის მისაღებად, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა.

ხუციშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მალე იწყება ტურისტული სეზონი და ეს შესაძლებლობა ქვეყნას ტურიზმის სექტორის აღდგენაში დაეხმარება.

„გუშინ გამოქვეყნდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. აპრილის თვის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 44,8%, 4 თვის საშუალო მონაცემი არის 8,1% და ეს არის ეკონომიკის გახსნის მნიშვნელოვანი დასაწყისი. პრაქტიკულად, ყველა სექტორში ძალიან სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ტურიზმის აღდგენაც რომელსაც დამატებით ხელს შეუწყობს სახმელეთო საზღვრების გახსნა, იქნება ის ერთ-ერთი სექტორი, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share