“კახა კალაძე ქალაქის საუკეთესო მერია, მის კანდიდატურას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ექნება”

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კახა კალაძე თბილისის საუკეთესო მერია.

„კანდიდატურებს რაც შეეხება, ყველაფერი მაშინ დასახელდება, როცა კამპანია იქნება. რაც შეეხება, კახა კალაძეს, დღესაც იხილეთ თქვენ, მას პრეზენტაცია ჰქონდა და ანგარიშს აბარებდა სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ერთი რამე შეგვიძლია ჩვენ თამამად ვთქვათ და ვფიქრობ, რომ ამ ქალაქის ყველა მკვიდრი დაეთანხმება ამას, რომ კახა კალაძე არის ამ ქალაქის საუკეთესო მერი. რა თქმა უნდა, მის კანდიდატურას ექნება ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share