ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მრავალშვილიან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და სოციალურად დაუცველ 6 ოჯახს ოზურგეთის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ, განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების თანამშრომლებთან ერთად ტკბილელული, საკვები პროდუქტები და საოჯახო ტექნიკა გადასცა. „პანდემიიდან გამომდინარე, ეს დღე მასშტაბური ღონისძიებებით ვერ აღვნიშნეთ, ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეხარებინა ის ბავშვები, რომლებსაც ჩვენი ყურადღება განსაკუთრებულად სჭირდებათ. მინდა ყველა პატარას მივულოცო დღევანდელი დღე. ვუსურვო ბედნიერი, ლაღი და ლამაზი ბავშვობა, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოში ცხოვრება,“- აღნიშნა ირაკლი სირაძემ.