გურიის მოამბე

რა ღირს საწვავი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი იზრდება, შესაბამისად, ძვირდება საწვავიც. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს საწვავი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში და როგორც მოსალოდნელი იყო, ის ყველაზე იაფი 2 ნავთობმომპოებელ ქვეყანაში – რუსეთსა და აზერბაიჯანშია.

რაც შეეხება კონკრეტულ სტატისტიკას: მიმდინარე წლის მაისში საქართველოში A-92 მარკის ბენზინი – 0,71 ევროს, ანუ 2,89 თეთრს შეადგენს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,74 ევრო ანუ 2,98 ლარია, A-98 მარკის ბენზინი – 0,76 ევროს ანუ 3,05 ლარს უტოლდება, ხოლო დიზელის საწვავი – 0,71 ევრო ანუ 2,88 ლარი ღირს.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს: სომხეთში – 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს – 0,62 ევროს, A-95 მარკის ბენზინი 0,68 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0,71 ევროს, დიზელის საწვავი – 0,64 ევროს;

აზერბაიჯანში A-92 მარკის ბენზინის ფასი 0,482 ევროა A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,60 ევრო, A-98 მარკის ბენზინი – 0,68 ევრო; ხოლო დიზელის საწვავი ღირებულება 0,39 ევროს შეადგენს.

რაც შეეხება თურქეთს: თურქეთში A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,76 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0,82 ევროს, დიზელის საწვავი – 0,71 ევროს შეადგენს.

რუსეთში კი A-92 მარკის ბენზინის ფასი 0,505 ევროა, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,55 ევრო, A-0.62 მარკის ბენზინი – 0,68 ევრო; დიზელის საწვავი კი 0,55 ევროს უტოლდება.

https://www.bpn.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights