მეუფე იაკობის პოლიტიკური განაცხადი – პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს. რა გახდება გადაწყვეტილების მიღების კატალიზატორი უცნობია, თუმცა მთავარეპისკოპოსი ამბობს, რომ ზედმიწევნით დააკვირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
მანამდე კი საპატრიარქოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მღვდელმთავარი ეკლესიაში საქმეების დალაგებით ამბობს დაკავებული. ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და სასულიერო პირებიც ეპისკოპოსის განცხადებას ფრთხილად, მაგრამ არა ირონიის გარეშე პასუხობენ. პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ჯობს სასულიერო პირები თავისი საქმიანობით იყვნენ დაკავებული.