“გახარია ხელს აფარებს ბიძინა ივანიშვილს”

გია ხუხაშვილი: – გიორგი გახარია “ქართული ოცნების” ელექტორატს ელაპარაკება. მისი ამომრჩევლები იქნებიან ისინი, რომლებიც არჩევანს ბიძინას და მიშას შორის, ბიძინაზე აკეთებენ, მაგრამ არ მოსწონთ ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე და სხვები. ასეთები ბევრნი არიან. გახარიას ჩვენ არ უნდა ვიხილავდეთ ოპოზიციის კონკურენტად, ის ელექტორატს “ქართულ ოცნებას” ართმევს. მისი განცხადებები მოვისმინეთ კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, ინსტიტუტების სისუსტეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ პიროვნებები მართავენ ამ ინსტიტუტებს. მისი სქემა მარტივია, არ აკეთებს დაავადების მიზეზზე აქცენტს, აქცენტს აკეთებს უფრო სიმპტომურ მკურნალობაზე. ამბობს, უნდა დავამარცხოთ კორუფციაო, მაგრამ არ ამბობს, რატომ არის კორუფცია. ფაქტები მისი სავაჭრო თემა იქნება. მას აქვს სათქმელი, მაგრამ თუკი “ქართული ოცნებიდან” შეუტევენ, იმ დროისთვის მათ საბრძოლველად ინახავს ამ არგუმენტებს. ის მაინც ორიენტირებულია ბიძინა ივანიშვილზე. ერთი მხრივ, თითქოს, გამოხატავს რაღაც პრეტენზიას, მაგრამ ყველანაირად ხელს აფარებს ბიძინა ივანიშვილს-ამბობს ექსპერტი “კვირის პალიტრასთან”.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share