ვასაძე-არც რუსეთის, არც დასავლეთის, მე ვარ საქართველოს აგენტი მთელს მსოფლიოში

“მე მაქვს ორმაგი მოქალაქეობა, რაც არასოდეს არ დამიმალავს. მიშა სააკაშვილის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს ჰქონდა არა მარტო რუსეთის მოქალაქეობა, არამედ იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. კახა ბენდუქიძეც…მიშა სააკაშვილმაც თვითონ უარი თქვა საქართველოს მოქალაქობაზე, რომ უკრაინაში გუბერნატორი გამხდარიყო. ამ სიის ჩამოთვლას არანაირი აზრი არა აქვს. მე კანონი არ მიკრძალავს ამას. მე წლების განმავლობაში ვიყავი ემიგრანტი, როგორც ჩვენი მილიონობით მოქალაქე. მე არასდროს არ ვყოფილვარ არც დასავლეთის კაცი, არც რუსეთის კაცი, მე ვარ საქართველოს აგენტი მთელს მსოფლიოში და ეს არაერთხელ მითქვამს”-განაცხადა ლევან ვასაძემ თოქ შოუ “რეაქციაში”.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share