ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, ვერა ქობალიას განცხადებით, უცხოეთის ოლქებში ოპოზიციამ ხელისუფლების წინააღმდეგ გაიმარჯვა და ეს ყოველთვის ასახავდა იმას, თუ რა ხდება საქართველოში. ამ თემაზე მან “მთავარი არხის” საგანგებო საარჩევნო ეთერში ისაუბრა.
“როდესაც თამაშობ ფეხბურთს, შენ თამაშობ ფეხბურთს და უცბად მეორე გუნდი იწყებს რაგბის თამაშს, შენ ფეხბურთის თამაშს გააგრძელებ? რა თქმა უნდა, დაშავდები და დაინვალიდდები. ზუსტად ეს ხდება დღეს საქართველოში, როდესაც ზოგი ამბობს, რომ უნდა შევიდეთ პარლამენტში, ეს გამორიცხულია, არ შეიძლება როცა თამაშის წესები ყველანაირად დაირღვა, გააგრძელო თამაშის წესებზე საუბარი”, – თქვა ვერა ქობალიამ.
ვერა ქობალიამ აღნიშნა, რომ სამშობლოში დაბრუნება ყოველდღე უნდა, თუმცა რამდენჯერაც სცადა ჩამოსვლის შემდეგ მაშინვე პროკურატურაში იბარებდნენ. მისი თქმით, შვილის გამო გადაწყვიტა, რომ ცხოვრება კანადაში გაეგრძელებინა.