გიორგი გახარიას გუნდის ერთ-ერთი წევრი, ნათია მეზვრიშვილი “ფორმულასთან” ამბობს, რომ ისინი პოლიტიკაში მხოლოდ ხალხის პროექტის სახით მოდიან:“ალბათ ის გუნდი ვართ ამ პარტიაში, რომლებიც არასოდეს ვერიდებოდით იქ სადაც პრობლემა და ხარვეზები იყო, მათ შორის ჩვენი პასუხისმგებლობით გამოწვეული, ამაზე ხმამაღლა გვესაუბრა. პრობლემებისთვის თვალის გასწორება ნიშნავს მის მოგვარებაზე მუშაობას”.-განაცხადა მეზვრიშვილმა.