ლანჩხუთელი მაშველი, რომელიც შს მინისტრმა პოლიციის დღეს დააჯილდოვა

გუშინ, პოლიციის პროფესიულ დღესასწაულზე, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სხვა პოლიციელებთან ერთად დააჯილდოვა სწრაფი რეაგირების ჯგუფის ხელმძღვანელი, მყვინთავი-მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკი მახარე ბზეკალავა, რომელიც ლანჩხუთელია, კონრეტულად კი სოფელ შუხუთიდან. როგორც შსს-ს სპიკერმა განაცხადა, მახარე ბზეკალავამ რთულ სამუშაო პირობებში, ხილვადობის უქონლობის და სწრაფი დინების მიუხედავად, ურთულესი 18-საათიანი წყალქვეშა სამუშაოების შედეგად, ოპერაცია წარმატებით დაასრულა.

“გურია თუდეი”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share