საქართველოში ამერიკელი სენატორები ჩამოვლენ. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა, რომელიც სენატორების ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და რობ პორტმანის მონაწილეობით იქნება წარმოდგენილი.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კონგრესის დელეგაცია საქართველოს ეწვევა, რათა გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად.
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოში სენატორების ჯინ შაჰინის და რობ პორტმანის ვიზიტი კარგი შესაძლებლობა იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან შემდგომი კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით.