ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1852 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1696 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 42 579;
- გამოჯანმრთელებულია – 26 800;
- მათ შორის გარდაცვლილია – 342;
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 977;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2 236;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4293, მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 46 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 33 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.