მელორ სტურუა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მეთაურის, გეორგი სტურუას ვაჟი იყო.მან ჟურნალისტური მოღვაწეობა “იზვესტიაში” დაიწყო. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ლონდონში და ვაშინგტონში. ინტერვიუ აქვს აღებული აშშ-ს პრეზიდენტ დუაით ეიზენჰაუერთან.
სსრკ დაშლის შემდეგ, სტურუა იყო ამერიკის რიგი უნივერსიტეტების მკვლევარი, მუშაობდა “მოსკოვსკი კომსომოლეცის” პოლიტიკურ მიმომხილველად.