მას შემდეგ, რაც რუსთაველის თეატრის დასის ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ, მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი თეატრიდან გაათავისუფლა, ის არცერთ თეატრში აღარ გამოჩენილა.
“ჯერჯერობით, ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როცა არ მსურს თეატრისკენ გავიხედო. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს იქ, სადაც ვარ და რასაც ვაკეთებ. სცენა შეიძლება მენატრება, პროცესი მენატრება.
ამ პროფესიას გულიდან ვერასდროს ამოიგლეჯ და ვერ დაივიწყებ. მაგრამ იმ ადამიანმა, ცოტა ხნით, თეატრი, შემაძულა. რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვგულისხმობ. გარკვეული ეტაპი მჭირდება, რომ ეს სიძულვილი გადავლახო. ცოტა ხანი თეატრისკენ გახედვა აღარ მინდა“ – ამბობს „პრაიმტაიმთან“ ნინუცა.