დღეს დილით ბათუმში ცენტრალურ ქუჩებში წარწერები გამოჩნდა – “იმოქმედე”. ეს წარწერა ბათუმის მერიის და პარკის ცენტრალურ შესასვლელთან არის გაკეთებული.
ვინ დაწერა წარწერები ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ეს იმ ამომრჩევლის განწყობას გამოხატავს, რომელიც არჩევნების ოფიციალური მონაცემებით უკმაყოფილოა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ თბილისის პარლამენტის წინ გუშინ, 1 ნოემბერს აქცია გაამრთა. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ცესკოს მონაცემებს არ აღიარებენ და საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებენ.
ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია – “ქართული ოცნება” გავიდა, მეორე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მესამეზე კი – “ევროპული საქართველო”.
- ცესკოს საბოლოო მონაცემებით, თბილისის ყველა ოლქში მეორე ტური გაიმართება;
- ცესკოს საბოლოო მონაცემებით რეგიონების 8 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.
აქვე შეგახსენებთ, რომ “სამართლიანი არჩევნების” ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, “ქართულმა ოცნებამ” ხმების 45.8% აიღო, “ნაციონალურმა მოძრაობამ” 26.4%, “ევროპულმა საქართველომ” კი 3.7%.