თუ გინდათ, მიშას და გახარიას ერთმანეთი გადაუკოცნიათ”,- ასე ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან მამუკა არეშიძის განცხადებას, რომ გახარია იმიტომ ითხოვდა მელიას დაკავების გადადებას, რადგან “ნაციონალურ მოძრაობას” ეს დრო რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად სჭირდებოდა. ამასთან, არეშიძის განცხადებას ვაშაძე არასერიოზულს უწოდებს. “არასერიოზულ, უშინაარსო, არაფრისმთქმელ კომენტარებზე კომენტარი მგონი არ უნდა გავაკეთო. გახარიას და “ნაციონალურ მოძრაობას” თუ გინდა ერთმანეთი გადაუკოცნიათ, ჩემი საქმე არაა ანუ მიშას და გახარიას, “ნაცმოძრაობას” და გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” თუ გინდათ გადაუკოცნიათ ერთმანეთი,”- აცხადებს ვაშაძე. ცნობისათვის, არეშიძის განცხადებით, გახარია იმიტომ ითხოვდა მელიას დაკავების გადადებას, რადგან “ნაციონალურ მოძრაობას” ეს დრო რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად სჭირდებოდა. “ამ ყველაფრის კულმინაცია უნდა ყოფილიყო 19 თებერვალს, ანუ მელიას ვერდაჭერის მეორე დღეს, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა,”- აცხადებს არეშიძე.
“კვირის პალიტრა