სააკაშვილი: თბილისიდან უშიშროება ცდილობს ჩემი მობილის გატეხვას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, პირად ინფორმაციაზე წვდომის მიზნით, მისი ანგარიშების გატეხვას მუდმივად ცდილობენ. როგორც სააკაშვილი მთავარი არხის ეთერში განაცხადა, საქმე ეხება e mail-ზე გაშვებული ვირუსს, რომლის საშუალებით შესაძლებელია სატელეფონო საუბრებსა და მიმოწერას დანახვა.

“თბილისიდან უშიშროება ცდილობს ჩემი მობილის გატეხვას. ისინი მუდმივად ცდილობენ ჩემს ტელეფონში შემოძრომას. მერე ტელეფონი მეუბნება, იყო მცდელობა თქვენს “ექაუნთში” შესვლის და მერე მაჩვენებენ თბილისიდან დუშეთს შორის. არ ვიცი, თბილისიდან დუშეთს შორის რა სადგური აქვთ… რაში იხდის ივანიშვილი ფულს, როგორი რაღაცაა, თუ e mail-ს გახსნი, შიგნით არის ვირუსი და ამ ვირუსით ხედავენ შენს სატელეფონო საუბრებს, მიმოწერას და ა.შ,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

https://metronome.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share